კოალიციამ „ცვლილებებისთვის“ ახმეტაში ოფისი გახსნა. ადგილზე ჩავიდა კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ამომრჩევლებს შეხვდა და ესაუბრა. მან მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. ნიკა მელიას თქმით, 26 ოქტომბერს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობამ უნდა გაიმარჯვოს.