„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ყრილობა დღეს ქუთაისში გაიმართა.
კოალიციის ლიდერებმა შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართეს, მათი თქმით საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება იყოს ამაყი და ბოდიში მოახდევინოს ყველას, ვინც საქართველოსგან თავის დახრას ითხოვს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა აღნიშნეს, რომ 26 ოქტომბერს თითოეულმა ადამიანმა ცვლილებები უნდა მოუტანოს საკუთარ შვილებს.