პარტია „ახალმა“ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართა.
სხდომაზე პარტიის სახელი განისაზღვრა – „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”. სხდომაზე ასევე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად ანა გოგოლაძე და ანი ქავთარაძე დაამტკიცეს. შეიქმნა ქალთა ორგანიზაციაც, რომელსაც ანა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.