„კოალიცია ცვლილებისთვის“ არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების პროცესში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს. ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რაც ასევე ხელმოწერით დაადასტურეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მომავალი მთავრობა უნდა იყოს ქართველი ხალხის ნების, პროდასავლური ოპოზიციის კოალიციური მთავრობა. კოალიცია სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებს საკუთარი გადაწყვეტილება და პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ.