კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტისას დაჭრილ პოლიციელს სიმამაცისთვის მედალი გადაეცემა
ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალი გადაეცემა.
ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტისას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად, სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს.
„ბასიანთან“, 13 იანვარს, ინციდენტის დროს შსს თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაიჭრნენ. დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.