კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის განცხადება

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მსჯავრდებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობის პროცესში დადებითი ცვლილებები იკვეთება.

საწინააღმდეგოზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის დედა. გიული ალასანია დღეს სამედიცინო დაწესებულებაში შვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. მისი განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.