ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება.
შვეიცარიელი ქალების ჯგუფმა სტრასბურგის სასამართლოში კლიმატის საქმეზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაადგინა, რომ კლიმატის ცვლილება პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას არღვევს. ამავე გადაწყვეტილებით, შვეიცარიამ კლიმატის ცვლილების შესახებ კონვენციით დადგენილი მოვალეობები ვერ შეასრულა. სტრასბურგში სარჩელი კლიმატის დამცველ ქალთა ორგანიზაციამ გაგზავნა, რომელშიც 2 500 ქალია გაერთიანებული. მათი საშუალო ასაკი კი 73 წელია. ისტორიულ გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა ევროკავშირის კლიმატის სამსახურის ანგარიში, რომლის მიხედვით ბოლო ერთ წელიწადში ტემპერატურის მატება ყველა თვეში ფიქსირდება.