გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მიიჩნევს, რომ მსოფლიო ლიდერებმა კლიმატის ცვლილების გამო საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადონ. განცხადება გუტიერეშმა პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ სამიტზე გააკეთა. „როიტერი“ წერს, რომ ვირტუალურ სამიტზე ვიდეომიმართვებით გამოვიდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც. პარიზის შეთანხმების მეხუთე წლისთავს გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, აშშ კვლავ შეუერთდება პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილების შესახებ. ბაიდენმა ამის შესახებ „ტვიტერზე”დაწერა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 4 ნოემბერს, აშშ პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც პარიზის შეთანხმება დატოვა.