ევროპაში, ივლის-აგვისტოში ანომალიურ სიცხეებს და მორიგი რეკორდის მოხსნას ელოდებიან. ამ პროგნოზს ივნისის მაჩვენებლებიც ამყარებს, რომლის მიხედვით გასული თვე ევროპის ქვეყნებისთვის მაღალი ტემპერატურის მხრივ რეკორდული აღმოჩნდა. რეკორდულ მონაცემად მიიჩნევა ივნისში ზედიზედ 15 დღის განმავლობაში 30 ან მეტი გრადუსი და ღამის 20 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, რაც საქართველოშიც დაფიქსირდა. ეს კი ქვეყნისთვის დაკვირვების 70-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა. მიზეზად გლობალური დათბობა და გარემოზე ზემოქმედების შედეგები სახელდება.