უსაფრთხოების რა დამატებითი ზომები იქნება მიღებული რაჭაში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ საფრთხის შემცველ ზონებში – შოვის ტრაგედია ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა იყო საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც თბილისში გაიხსნა.
სტიქიური პროცესების პრევენციასა და კლიმატის ცვლილებებით მოსალოდნელი საფრთხეების მინიმალიზაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ექსპერტები და გარემოს დამცველები ერთ მაგიდასთან მსჯელობენ. გადაწყვეტილია, რომ მალე საქართველოში საშიში ზონების სპეციალური რუქა იქნება მზად. ასევე გაიზრდება იმ ადგილების რაოდენობა, სადაც სტიქიური პროცესებით მოსალოდნელი მძიმე შედეგების პრევენციის მიზნით, ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური სადგურები დამონტაჟდება.