ექვსი დეკემბრიდან საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები თბილისში კონცერტებს იწყებენ.
პროექტი გერმანელი მევიოლინის, კოლია ბლახერისა და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტის წარმოდგენით გაიხსნება, რისთვისაც ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე შეირჩა. კონცერტების ციკლს 14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრის საღამო დაასრულებს.