ხვალ, 2 ოქტომბერს თავისუფლების მოედნიდან სტარტს კლასიკური ავტომობილების რალი აიღებს. Peaks of the Caucasus ასე ჰქვია მარათონს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში გაიმართება. ავტორბოლის ამ იშვიათ და არისტოკრატულ სახეობაში მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 50-ზე მეტი ბიზნესმენი ესტუმრა.
სტუმრები: მამუკა ხაზარაძე – ბიზნესმენი, “თი-ბი-სი ჯგუფის” პრეზიდენტი; ბობ მაიერი – ბიზნესმენი; ბართ ქლაინი – Peaks of the Caucasus -ის დამფუძნებელი.