მეცნიერებათა აკადემიაში სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსის“ და მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი პრეზენტაცია ჩატარდა.
შეკრებილებმა სამეცნიერო-პოპულარული კინოდარგის პრობლემები და აღდგენა-განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
პრეზენტაციის ორგანიზატორებმა სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია „რაკურსის“ მხარდაჭერის საკითხზეც იმსჯელეს.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული კინოდარგით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ სტრუქტურას თანამშრომლობისა და შემუშავებული კონცეფციების განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.