ში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე სიმშვიდეა. ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს კარვები აქვთ გაშლილი, ღამემ დაპირისპირებების გარეშე ჩაირა.
მოამბის კორესპონდენტის ცნობით, შეკრებილები შტურმს ელოდებოდნენ. აქციის მონაწილეებს ე.წ. კარვების ქალაქის შესასვლელები საბურავებით, ქვებითა და სხვადასხვა ნივთით აქვთ გადაკეტილი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქცია პრეზიდენტის გადადგომამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უარს აცხადებს პროკურატურაში გამოცხადებაზე და მზადაა გამომძიებელი ე.წ. კარვების ქალაქში მიიღოს.