კიევი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა - რატი ხვისტანი უკრაინის დედაქალაქიდან
უკრაინაში ომი გრძელდება.
პერიოდულად იბომბება ქვეყნის დედაქალაქი. ისმის სროლის და აფეთქებების ხმა. კიევი თავდაცვით რეჟიმზე გადადის. იარაღით ხელში ქალაქს იცავენ ქვეყნის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები და კიევის მერი. მსხვერპლია მოქალაქეებს შორის. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს კიევთან ახლოს, ქალაქ ივანიოვთან. სარაკეტო თავდასხმა მოხდა როვნოს აეროპორტზე. ავიაიერიშის სამიზნე გახდა ქალაქი ზაპოროჟიე. მოქალაქეების ნაწილი თავშესაფრებში იმყოფება. ქალაქის ქუჩები ცარიელია. აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყების მაღალი საფრთხის გამო მოწოდებაა, რომ მოსახლეობა იყოს სახლებში, მომარაგებული ჰქონდეს ნივთები და მზად იყოს თავშესაფრებში გადასასვლელად. დღის ბოლოს მოსკოვი კიევს ახალი გზავნილით მიმართავს: ვლადიმერ პუტინი უკრაინის არმიაში ჩანერგილ ნაციონალისტურ ფორმირებებზე საუბრობს, რომელშიც სავარაუდოდ, ქვეყნის ხელისუფლებას მოიაზრებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალაუფლების აღებისკენ მოუწოდებს.
რატი ხვისტანი ბოლო ინფორმაციით კიევიდან.