უკრაინაში პოლიტიკური ზამთარი დაიწყო. ქვეყნის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კარვების ქალაქადაა ქცეული. ხელჯოხები, აგურები, საბურავები – ამ ატრიბუტებით არიან გამაგრებულები კარვებში, რომლებსაც რადას ცენტრალური შესასვლელისგან ბარიკადები ჰყოფს. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის პარტიის ორგანიზებით და კორუფციის საწინააღმდეგო ლოზუნგებით დაწყებულ აქციაზე ახლა მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტია. დემონსტრანტები ამბობენ, რომ კიევში განვითარებული პროცესები ძალიან ჰგავს 2014 წლის დასაწყისში მაიდანზე მიმდინარე მოვლენებს, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის გადადგომით დასრულდა. თუმცა მაიდნისგან გასხვავებით, ახლა კონსტიტუციის მოედანზე 50-მდე კარავი და 200-მდე ადამიანია შეკრებილი.
რა მიზანი ამოძრავებთ რადასთან დაბანაკებულებს – ჩვენი რეპორტაჟი კარვების ქალაქიდან.