კიდევ ერთი განაჩენი როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე

რეზონანსულ საქმეზე მსჯავრდებულთა წრე გაიზარდა.

როინ შავაძის განზრახ მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი კუდ-ის კიდევ სამ ყოფილ თანამშრომელს გამოუტანეს. მათ შორისაა აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. დამნაშავეებად სცნეს ორი ყოფილი სპეცრაზმელიც. 2008 წლის ომის მონაწილის და თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის საქმეზე უკვე 13 პირია პასუხისგებაში მიცემული. მოკლულის ოჯახი დანაშაულის ორგანიზატორებად მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს აცხადებს და მათ დასჯას ითხოვს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა და ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა. თავიდან ჩატარებულმა ძიებამ თავდაყირა დააყენა ძველი ვერსია და დაადგინა, რომ შავაძე უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობის მოტივით ჯერ დააკავეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ქობულეთის გზაზე ჩაცხრილეს.

დამნაშავეებად გამოცხადებული ყოფილი სპეცრაზმელების ჩვენებები ბელა ზაქაიძემ მოისმინა.