4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის დღეა – „კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა“ ეს არის წლევანდელი წლის სლოგანი. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს კონფერენცია იმართება, რომლის მიზანიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ონკოლოგიურ სერვისზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. კონფერენციაზე ქვეყანაში კიბოს მართვის კუთხით დღეს არსებულ ხარვეზებზე იმსჯელებენ, მათ შორის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომისა და მკურნალობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიებას დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ონკოპაციენტები ესწრებიან. შეხვედრა კავკასიის ონკოსაზოგადოება ჰოუფისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით იმართება.