კიბოს სკრინინგის უფასო აქციები

რეგიონებში კიბოს სკრინინგის უფასო აქციები მიმდინარეობს. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ჩოხატაურში. კამპანიის მიზანია, გაიზარდოს მიმართვიანობა სკრინინგცენტრებისადმი და ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება სიმსივნური დაავადებების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობის შესახებ.

მსგავსი აქციები უკვე ჩატარდა კასპში, მარტვილში, წალენჯიხასა და ოზურგეთში. შეხვედრები და კვლევები ტარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტების მერიის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმების აქტიური ჩართულობით.