ხუთი წლის ტატა ცეცხლაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება

ხუთი წლის ტატა ცეცხლაძეს სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება.

ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გოგონას ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სჭირდება. ექიმებმა მას აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დაუსვეს.

ოპერაციის ღირებულება 105 ათასი ევროა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

5 წლის ტატა ცეცხლაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ, დარეკონ ნომერზე – 09 01 200 127, ან გადარიცხონ თანხა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე.