ხოშტარიას განცხადება - შეინარჩუნებს თუ არა ერთობას ოპოზიციური კოალიცია
აქტუალური ხდება ოპოზიციის კოალიციური ერთობის საკითხიც, რომელიც შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში კოალიციის დატოვებას აანონსებს „დროას“ ლიდერი. ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე ელენე ხოშტარია ხაზს უსვამს, რომ შიმშილობა მხოლოდ პერსონალური სოლიდარობის აქტია და ის სააკაშვილის მწვავე კრიტიკოსად რჩება.
ხოშტარიას გზავნილები მისაღებია და ხელისუფლების სათავეში მოსვლა მხოლოდ კოალიციური ერთობით ესახება „ლელოსაც“, რომელიც ხოშტარიას „დროასთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კიდევ სამ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, ჩრდილოვან კაბინეტშია გაერთიანებული. თუმცა საინტერესოა, ემთხვევა თუ არა „დროას“ ლიდერის და სააკაშვილის პარტიის სრული შემადგენლობის პოზიციები.