ხოშტარიას განცხადება და გამოხმაურება

დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსეთი ცდილობს საქართველოში არსებული კომპანიის მეშვეობით თავი აარიდოს სანქციებს.

საუბარია, წერილზე რომელზეც ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „დროას“ ლიდერის თქმით, რუსეთის ავტორთა საზოგადოება ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას, სთხოვს ჰონორარის გადარიცხვა საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაციის, კერძოდ, „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის“ მეშვეობით აწარმოონ. ელენე ხოშტარიას თქმით, წერილში აღნიშნულია, რომ შეთავაზებაზე ქართული კომპანიაც თანახმაა. „უფლებამფლობელთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ წერილი, რომელზეც ელენე ხოშტარიამ თავის ბრიფინგზე ისაუბრა, კომპანიას არ მიუღია. ასოციაციის წარმომადგენლები უარყოფენ, იმასაც, რომ რუსეთის ასოციაციის შემოთავაზებას დათანხმდნენ და აცხადებენ, რომ შეთავაზების მიღებას მომავალშიც არ აპირებენ. კომპანიის წარმომადგენლები ითხოვენ, წერილის ავტორებმა გაასაჯაროონ დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ჩანს, მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სიზუსტე.