ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი

თბილისში შეხვედრებს მართავს ხორვატიის დელეგაცია. ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტს დომაგოი ჰაიდუკოვიჩს და კომიტეტის წევრებს, ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა. ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობასა და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება. შალვა პაპუაშვილმა სტუმრებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. თავის მხრივ ხორვატიის დელეგაციამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა და ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოხატა. დღესვე შეხვედრები იმართება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან. ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომაში, სადაც კომიტეტის წევრები მოისმენენ ხორვატიის დელეგაციის პოზიციას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.