ხორვატია-საქართველო „პირველი არხი სპორტის“ ეთერში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება ხორვატიაში. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები რიეკაში 21-წლამდე ევრო 2025-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს ხორვატიასთან გამართავს – გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს რამაზ სვანაძის გუნდი, რომელმაც 15 ნოემბერს პირველი შეხვედრა თბილისში 1:0 მოიგო. საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდნენ დისკვალიფიცირებული კაპიტანი, ცენტრალური მცველი საბა ხვადაგიანი და ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.

პლეი-ოფის საპასუხო მატჩი ხორვატიასა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის 22 საათზე დაიწყება. მატჩის ტელერეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.