ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ექვსი ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ექვსი ფაქტი გამოავლინა.

ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მიეცა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები.