შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ხორავას ქუჩის საქმე დაუბრუნდა, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ იუწყება, გამოძიება ცდილობს, გამოავლინოს ის პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით, სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
რამდენიმე პირი უკვე გამოიკითხა. პარალელურად გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. გენო ოსიყმაშვილი ცდილობს, გაარკვიოს, რა ახალი დეტალებია ცნობილი ძიების ამ ეტაპზე.