ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომას ქუთაისში, პარლამენტში გამართავს
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომას ქუთაისში, პარლამენტში გამართავს. დღეს იმ ადამიანების პირველადი სია დამტკიცდება, ვისაც კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემა მოუწევს.
როგორც “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, სხდომაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დაბარებასაც აპირებენ. მირზა სუბელიანის დაკითხვა კი საპატიმრო დაწესებულებაში იგეგმება.