ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის წინასასამართლო სხდომა - რას ითხოვენ ადვოკატები

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული. მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. დაცვის მხარე არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.