ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა რამდენიმე საათით  გადაიდო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასმართლოში რამდენიმე საათით  გადაიდო. პროცესი ამ წუთებში უნდა განახლდეს. დღეს დაცვის მხარემ სასამართლოში ექსპერტიზის შედეგები წარადგინა, ბრალდების მხარემ კი 54-გვერდიანი დასკვნის გასაცნობად დრო მოითხოვა.

დღესვე სხდომაზე უნდა დაკითხონ ექსპერტები, რომლებმაც მედიასთან განმარტეს, რომ გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა მათ პოზიციას გაამყარებს და დადასტურდება, რომ საქმეში ორზე მეტი მკვლელობის იარაღია.