ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ განაჩენს სააპელაციო სასამართლო რამდენიმე წუთში გამოაცხადებს.

საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარესთან ერთად, პროკურატურაც ასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ პირველმა ინსტანციამ ორივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. გამოძიება პირველადი ბრალის დამტკიცებას, ადვოკატები კი განაჩენის შეცვლას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო  პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, დაცვის მხარე სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.