ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გიორგი გახარია გამოეხმაურა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საუბარია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე, რასაც თავისი სპეციფიკა აქვს და რთულია გამოსაძიებელია.
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. სასამართლოს განცხადების თანახმად, 2017 წლის პირველ დეკემბერს, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა მან ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად ჩაიდინა.