დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის საქმე და მიხეილ კალანდიას ეპიზოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 მოწმე დაიკითხა – თვითმხილველები და 2 არასრულწლოვანი. დაცვის მხარემ დღეს პროცესის გასაჯაროებაც მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა კვლავ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის განმარტებით, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებებით, მიხეილ კალანდიას ბრალეულობა მტკიცდება.