ხობის მუნიციპალიტეტს განახლებული კულტურის სახლი ექნება

რეგიონებში ძველი და ავარიული კულტურის ცენტრების რეაბილიტაცია გრძელდება. ერთ-ერთი  განახლებული კულტურის სახლი ხობის მუნიციპალიტეტს მალე ექნება. რეაბილიტირებული ცენტრი სრულად შეძლებს ადგილობრივი თუ ეროვნული ღონისძიებების მასპინძლობას.

სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარია გამოყოფილი. შესრულებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.