ხვალ საარჩევნო ყუთთან მისულ მოქალაქეს არჩევანის გაკეთება 50 პოლიტიკურ სუბიექტს და მათ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მოუწევს. აქედან 48 პარტია და ორი ბლოკია. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ამომრჩეველი უბნებზე დამცავი საშუალებებით უნდა მივიდეს, თუმცა იდენტიფიცირების და რეგისტრაციის გავლის დროს ნიღბის მოხსნა ორჯერ, სულ რამდენიმე წამით იქნება საჭირო. მკაცრად გაკონტროლდება კენჭისყრის ოთახში ამომრჩევლების რაოდენობა და დისტანციის დაცვა. უსაფრთხოების პროტოკოლის შემუშავებაში ცესკო-სთან ერთად პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები.