ხმების გადათვლა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ უბნებზე - ვითარება ისანში
საარჩევნო პროცესი გრძელდება.
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით 140 უბნის ხმები თავიდან დათვალეს. თითო ოლქიდან შვიდი საარჩევნო უბანი შეირჩა. ბიულეტენები მედიის თანდასწრებით გადათვალეს, პროცესს თვალს ადევნებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც.
ისნის საარჩევნო ოლქში ხმების დათვლის პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. პრეტენზიები ძირითადად ბათილად ცნობილ ბიულეტენებს უკავშირდებოდა.