გადათვლის შემდეგ შედეგები უცვლელი დარჩა ბათუმის შვიდ უბანზე.
პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ხმების ხელახლა დათვლის დროს სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციის პრეტენზიები ძირითადად ბათილად ცნობილ ექვს ბიულეტენს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი დამკვირვებელი პოლიციამ გაიყვანა.