დეპუტატებს შორის მომხდარი დღევანდელი ინციდენტით, შესაძლოა პარლამენტის ახლადშექმნილი ეთიკის საბჭო დაინტერესდეს.
გია ვოლსკი და გიგა ბოკერია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტუაცია დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერს „ცეკას ინსტრუქტორი“ უწოდა, რასაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის მხრიდან, არანაკლებ მწვავე ეპითეტი მოჰყვა. ინციდენტს წინ მთაწმინდის ოლქში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის გარშემო მიმდინარე ხმაურიანი დებატები უძღოდა, რა დროსაც ოპონენტებმა ერთმანეთს წარსული რამდენჯერმე შეახსენეს.
დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა.