სამართალდამცავებთან დაპირისპირებით და 25 ადამიანის დაკავებით დასრულდა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.
დაკავებულებს შორის იყო „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე, ასევე ამავე პარტიის წევრი ირაკლი კუპრაძე. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამ მომენტისთვის 25-ვე ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია. სიტუაცია პარლამენტის ორ სხვადასხვა შესასვლელთან მაშინ დაიძაბა, როცა ადგილზე ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც.
მარიამ ბერძენიშვილი ადევნებდა თვალს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს.