ოპოზიცია შერჩეულ ტაქტიკას და პროტესტის ფორმას ძალაში ტოვებს.
თბილისის შემდეგ აქციები რეგიონებში გრძელდება. ამჯერად მოვლენების ეპიცენტრში აჭარის მაღალმთიანი რაიონები აღმოჩნდა. ხულოსა და შუახევში გამართულმა კონტრაქციებმა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ხელისუფლების ოპონენტებს პრეტენზიები აქვთ ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გუშინ საღამოს განვითარებული მოვლენების გამოც. ოპოზიციის ლიდერების აზრით, სამართალდამცავებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტთა ქმედებებზე არასაკმარისი რეაგირება მოახდინეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ქუჩაში გასული ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას გამორიცხავს.