ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს განაგრძობს.
მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის პიკეტირება ვერც დღეს მოახერხეს. საკანონონმდებლო ორგანოსთან დილის 10 საათზე მისულ აქტივისტებს მმართველი გუნდის დეპუტატები უკვე შენობაში დახვდნენ. პარლამენტიდან ოპოზიციამ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლა, სადაც იუსტიციის მინისტრი იმყოფებოდა. თეა წულუაკიანმა შენობა საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. არიან დაკავებულები. სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს „ევროპული საქართველოს“ ორი ლიდერი. მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ოპოზიცია სახელმწიფო უწყებების პიკეტირების გეგმას ძალაში ტოვებს.