ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

საგარეო და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ხმაურიანი განხილვის შემდეგ, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე იურიდიული კომიტეტი ორშაბათს იმსჯელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებების საფუძველია.

ოპოზიცია არცერთ კანონპროექტს მხარს არ უჭერს. „ქართული ოცნება“ კი გეგმავს ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით, სესიაზეც დაუჭიროს.

პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებსა და ორ კანონპროექტზე მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.