ხმაური ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის“ ლიდერებმა მირანდა მესხი ტყუილში დაადანაშაულეს. მათი მტკიცებით, კომისიის თავმჯდომარე სხდომის ჩანიშვნას დაჰპირდა, სადაც 81-ე უბნის კომისიის მდივნის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებდნენ, თუმცა შეხვედრა არ დაიგეგმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მათი დამკვირვებლები ხვალ უბნებზე არ შეუშვან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოითხოვეს, მათ დამკვირვებლებს პრობლემები არ შექმნათ.