სასამართლოში ჩივილს აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის 67-ე საარჩვენო ოლქის თავმჯდომარის წინააღმდეგ. პარტიის წევრები ზუგდიდის სამ უბანზე თავმჯდომარეების, მდივნების და მოადგილეების ხელახლა არჩევას ითხოვენ და ზეწოლაზე საუბრობენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, კომისიის წევრებს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდათ. ისინი ზეწოლის ფაქტებზეც მიუთითებენ.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიის ყველა საჩივარი და მოთხოვნა უსაფუძვლოა. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საია საჩივრების შესწავლას გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობა“ კი საოლქო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს.