აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოაქვეყნა, შემაჯამებელ ოქმს ხელი უსკო-ს თავმჯდომარემ უკვე მოაწერა. უსკო-ს მონაცემებით, უმაღლესი საბჭოს 21 მანდატიდან 13 „ქართულმა ოცნებამ“, 4 „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ, 2 პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, თითო მანდატი კი „კოალიციებმა ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოსთვის“ მოიპოვეს.
უსკო-ს სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობდა, პოლიტიკურ პარტიებს შეუერთდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ. ისინი არ აღიარებენ შედეგებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.