თბილისის საკრებულოში ცოტა ხნის წინ ხმაური და ურთიერთბრალდებები ისმოდა. სიტყვიერი დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს მოჰყვა. მათ სხდომათა დარბაზში ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებით ბანერი გაშალეს და სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართეს. ოპონენტების მოთხოვნებს მმართველ გუნდში უპასუხეს.