ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოში სხდომა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.
სხდომაზე მერიის თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა ხელფასის განსაზღვრა და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცება პირველ საკითხად განიხილებოდა. ხმაური საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოჩენას მოყვა, რის შემდეგაც სხდომა თავმჯდომარემ, ილია ხატიაშვილმა ჩაშლილად გამოაცხადა და ადგილზე წესრიგის აღსადგენად პოლიცია გამოიძახა, თუმცა გადაწყვეტილება ჩაშლის შესახებ ცოტახანში შესვენების გამოცხადებით შეიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კი საკრებულო დატოვეს.
გიორგი ბოტკოველის თქმით, საკანონმდებლო მაცნეში არ არის რეგისტრირებული დოკუმენტი, რომლითაც მაღალი თანამდებობის პირებს ხელფასი უკვე მოემატათ.