ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.
სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდებას მოყვა. ფრაქცია „ახალის“ დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს გამჭვირვალობის კანონის დაგმობისკენ მოუწოდეს. მოწოდებას პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ ოპოზიციონერ კოლეგებს კანონის წაკითხვისკენ მოუწოდეს. მხარეებმა ერთმანეთს მონები და მოღალატეები დაუძახეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე საპროტესტო აქციის დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები გამოფინეს.