ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში კიდევ ერთ სადავო კანონპროექტს. „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას და კაცი დეპუტატების ნაწილის პოზიციებს, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ქალთა შეურაცხყოფად აფასებენ. ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ადრესატები. ორ საათიანი განხილვის შემდეგ პარლამენტმა „გირჩის“ ინიციატივა მეორე მოსმენით დაამტკიცა.