ხმაური ბიუროს სხდომაზე.
კამათი სასამართლოსთან დაკავშირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მოჰყვა. ოპოზიციის მხრიდან დასმულ შეკითხვაზე პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში საგამოძიებო კომისიის კენჭისყრის საკითხი შეტანილი არ არის. მისივე თქმით, თუ პარლამენტის რომელიმე წევრი ან ჯგუფი არ ეთანხმება დღის წესრიგს, ან ფიქრობს რომ რაიმე საკითხია დასამატებელი, ამის მოთხოვნა ბიუროს სხდომაზეც შეუძლია და პლენარულ სესიაზეც. ოპოზიციამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლების უზურპაციაში და რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ოპოზიციას არც რეგლამენტი და არც კონსტიტუცია გახსენებია მაშინ, როცა რვა თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა და მუშაობის პროცესს ბლოკავდა.