ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის საკრებულოში – პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დააკავა. დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით აქცენტი გააკეთა.